Friday, May 15, 2009

ქართული პოსტკომუნისტური შოკი



გამარჯობათ მეგობრებო.

ვიცი ქართველებს ძალიან უყვართ საკუთარი თავი, თუმცა ქართული რელიგიური ტრადიციები გვასწავლის “გიყვარდეს მოყვასი შენიო”.. ნუ ჩემ სიყვარუს არავის გთხოვთ ახლა, მაგრამა ნურც შემიძულებთ.

ხო რისთვის მოვაყოლე ამხელა შესავალი?!

მგონი, ყველანი ჩვენ, ქართულ საზოგადოებაში გავიზარდეთ და გვინდა თუ არა მისი ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებოდით (ან იმყოფებით) ხოდა, მაშინ არც ის გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ეს საზოგადოიება ყოველთვის შთაგვაგონებდა, თუ რაოდენ დიადი, დაუმარცხებელ, მრავალტანჯული ერი ვყოფილვართ!! თუმცა ამას ლაიტმოტივად ჩვენი უნიკაულურობა და ყველაზე “მაგრობაა” გასდევდა.

ჩემი ხნის ვინცაა ის ჯერ კიდევ სსრკ_ში დაიბადა და შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირელები ვიყავით. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი დიადი კომუნისტობა სულ რაღაც 3 წელი გაგრძელდა და აგერ დადგა სანატრელი დამოუკიდებლობაც. ვაშას ძახებით ქართველმა ერმა აიხდინა ოცნება. “დამოუკიდებლობა” იფფფფფ რა მაგრად ჟღერს! ვერაფერს იტყვი!! მთავარი ხომ ისაა რომ აწი საკუთარი ჰიმნი, გერბი და თქვენ წარმოიდგინეთ დროშაც კი გვექნა. მეტი რაა აბა დამოუკიდებლობა?! ხო, სწრაფვა მომავლისაკენ, თუმცა ეს მომავალი, მაშინ და დრესაც ნებისმიერ ქართველისთვის ისევე ბუნდოვანი და მისტიური იყო როგორც რუზველტის მკველობა.

იკითხვავდით ალბათ, კი მაგრამ რა შუაშია აქ, პოსკომუნისტური შოკი?! შუაშია კი არა, როგორც იტყვიან თავშია. არ დავიწყებ მიკიბ-მოკიბვას და პირდაპირ ვიტყვი. სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობისათვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. რა ვქენით როცა დამოუკიდებელ გავხდით??? რა თქმა უნდა ჯერ ერთმანეთი დავხოცეთ!! მერე? რა მერე?! მერე ავდექით და ტერიტორიები დავკარგეთ!! მერე? მერე ავდექით (თუ ეს მანამდე იყო) ძია ედუს დავუჩოქეთ (ვითომ ეგეც მყავდა რა ტუტენხამონი), თუმცა ეგ ჯერ კიდევ კაფეტებია იმასთან შედარებით რაც შემდგომში დაემართა ქართულ საზოგადებას.

საბჭოთა 200 წლიანმა მმართველობამ არ ჩაიარა ფუჭად. ზოგი გამოდის და ყვირის ნახეთ ხალხნო რა მაგრები ვართ 200 წელი რუსებს გავუძელით და ეგ კი არა პირველებმა დავაღწიეთ მის ბატონობას თავიო.!? ასეთ გამოსვლა მთვრალი კაცის გამოსვლის ტოლფასია (ჩემთვის პირადად)!! სამწუხაროდ 200 წლის განმავლობაში ქართული თვითშეგნება სულ სხვა, ასე ვთქვათ, რეჟიმზე გადაერთო. ეს იყო ქართველობის ხაზგასმა და ყოველთვის იმის მტკიცება რომ ჩვენ გამორჩეულები ვართ, უდიდესი ისტორია გვაქვს და ძაან მაგრები ვართ… ერთი შეხედვით ამაში ცუდი არაფერია და ეს ასეცაა თუმცა ცუდი ისაა, რომ ამ დროს გამოგვრჩა სამქის კეთება, ამ დროს დავკარგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქვეყნის წინაშე, რატო უნდა ეზრუნა ქართველს რამეზე??? ყველაფერს ხომ საბჭოთა ბიუჯეტი აკეთებდა?! რა გვქონდა დარჩენილი? ეეეეეეეეეეეე რა რა????!!!! რა და აგერ სუფრებზე და ქეიფში სადღეგრძელოების თქმა)იტყოდა ზოგიერთი) !! ხოდა, ახლა როცა დამოიკიდებელნი გავხდით ჩვენი ხალხიც, უძლეველი და უმაგრესი, კიდევ ასე აპირებდა ცხოვრებას, ესვა ეჭამა, ემღერა და სოფლის შენებაც ამ სიმღერაში თავისთავად მომხდარიყო!! თუმცა, აგე საოცრება, სულ მთლად პირიქით არ მოხდა ყველაფერი!! ვნახეთ, რომ არც ისე უძლეველები ვყფილვართ (ვინც კი მოუსირვა ყველამ დაგვამარცხა და ეგეც არ გვაკმარა, გენოციდიც კი მოგვიწყო), არც ის ყოფილა მართალი, რომ ერთიანები ვართ(იმის მეცადინეობაში ვართ და ვიყავით, როგორ დავჭამოთ ერთმანეთი) არც სპორტში გამოგვდის თურმე რა (იშვიათი გამონაკსიების გარდა), თურმე არც ქვეყნის შენბა გვცოდნია (სულ თურქები ჩამოყავთ რამეს რო აშენებენ, აგერ აეროპორტიც მაგათმა არ აგვიშენეს?!!) და მივედით ყველაზე უფრო დიდი შოკზე, თქვენ წარმოიდგინეთ და ქართული სახელმწიფოს შენება თურმე ყველა ჩვენგანის ვალი ყოფილა და ყველაზე დიდი “საშინელება” ისაა, რომ ამისათვის თურმე მარტო ჭამა-სმა, ღიპი და სიმღერა არ კმარა. აგერ საოცრება თუ გინდა. ვაააახ ეგ როგორ კაცო!!! აბა დამოუკიდებელნი რო ვიქნებით ყველაფერი კარგად იქნებაო?? მოგვატყოეს კაცო??? ერთი სიტყვით იდიალურობისაგან შორს ვართ!!!

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ, დამოუკიდებლობისათვის მზად არ ყოფილა და არც ახლაა, სიმართლე ვთქვათ, მანდამაინც მოწოდების სიმაღლეზე. ჯერ კიდევ მივტირით მოსკოვში 5 მანეთად გადაფრენას, ჯერ კიდევ გვინდა, რომ 2 კაპიკად ბენზინი ჩავისხათ, ჯერ კიდევ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ არც ყველაზე ტანჯული და მით უმეტეს, არც ყველაზე მაგარი ერი არ ვყოფილვართ (ამ გამონათქვამზე ღიმილი მადგება სახეზე ხომე)…

ჯერ კიდევ…..

ჯერ კიდევ….

მოკლედ ნაუცფატევად აკრებილი ტექსტის კვალობაზე არაუშვას.

დღეს ამით მოვრჩები. დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, რა იცით იქნება და ასეა?!


Free Blogspot Templates by Isnaini Dot Com and Cars Picture. Powered by Blogger